Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელევიზიების შესახებ განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა


ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა კიდევ ერთი განცხადება იმის შესახებ, რომ შეიძენს საინფორმაციო პროგრამების ლიცენზიის მქონე ნებისმიერ ქართულ ტელევიზიას. მფლობელებს ივანიშვილი სთავაზობს სამჯერ მეტ თანხას საბაზრო ღირებულებაზე, რომელიც უნდა შეაფასოს მსოფლიო ბანკის მიერ რეკომენდირებული ხუთი აუდიტორული კომპანიიდან ერთ-ერთმა. ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის შეძენიდან მაქსიმუმ ორი წლის შემდეგ, მას დღევანდელ მფლობელს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად დაუბრუნებს და ეს იურიდიული ვალდებულება გაყიდვის კონტრაქტთან ერთად გაფორმდება. ბიზნესმენი ასევე აღნიშნავს, რომ ტელეკომპანიის ამჟამინდელ მფლობელს უფლება ექნება შეინარჩუნოს საეთერო დროის 50%. ”ეს იმას ნიშნავს, რომ "მაესტროსა" და "კავკასიის" მფლობელებს შეეძლებათ, პრაქტიკულად მთლიანად შეინარჩუნონ დღევანდელი გადაცემები, რადგან ამ ტელეარხების საეთერო დრო ამჟამად 50 პროცენტითაც კი არ არის დატვირთული”, - ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. ამასთან, პოლიტიკური მიზნების ამსახველ პირველ განცხადებაში, ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ყველა ტელევიზიას, მათ შორის ”მაესტროს” და ”კავკასიას” სააკაშვილი აკონტროლებს და ეს არხები ”სპეცდანიშნულების ფსევდოოპოზიციური მედიასაშუალებები” არიან.
XS
SM
MD
LG