Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: სირიის ლიდერები უნდა გადადგნენ, თუ არ გატარდება რეფორმები


რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის განცხადებით, სირიის ლიდერები უნდა გადადგნენ, თუ მათ ძალებს აღემატება რეფორმების განხორციელება. საინფორმაციო სააგენტო რიას ცნობით, მედვედევმა დაამატა, რომ ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღონ „სირიელმა ხალმა და სირიის ხელმძღვანელობამ“. გაეროს მონაცემებით, სირიაში, სულ ცოტა, 2900 ადამიანი დაიღუპა მას შემდეგ, რაც მარტში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის გადადგომის მოთხოვნით. რუსეთმა და ჩინეთმა გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტოთი დაბლოკეს რეზოლუცია, რომელიც იმუქრებოდა ზომებით, თუ დამასკი გააგრძელებდა დემონსტრანტების მიმართ ძალადობას.
XS
SM
MD
LG