Accessibility links

logo-print

სამხრეთ აფრიკაში აღნიშნავენ დესმონდ ტუტუს 80-წლიან იუბილეს


სამხრეთ აფრიკაში აღნიშნავენ აპარტეიდთან ბრძოლის ერთ-ერთი გმირის, დესმონდ ტუტუს დაბადების 80-წლიან იუბილეს. 450-მდე ადამიანი, მათ შორის სამხრეთ აფრიკის ვიცე პრეზიდენტი, დაესწრო საზეიმო ცერემონიას კეიპ ტაუნის წმინდა გიორგის ეკლესიაში. ტუტუ, ანგლიკანური ეკლესიის ყოფილი ეპისკოპოსი, 1984 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიით დაჯილდოვდა, აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. რეჟიმის დამხობის შემდეგ, ის ყოველთვის აქტიურად ემხრობოდა ინტეგრაციის პროცესს.
XS
SM
MD
LG