Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სააკაშვილი და სარკოზი თავისუფლების მოედანზე გამოვიდნენ


დღეს საქართველოს ეწვია საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი. მან და საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით მიმართეს თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ათასობით ადამიანს. საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა სარკოზის სამშვიდობო ძალისხმევა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მისწრაფებაზე, ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციისაკენ. „ვერც ერთი ქვეყნის უცხო ჯარი, (...) ვერც ერთი მეხუთე კოლონა ვერ შეძლებს ამ გზიდან ჩვენ აცდენას. და ჩვენი გზა, ჩვენი საბოლოო მიზანი ნათელია: ეს არის ევროპა. ამას გვავალებს ჩვენი წარსული და ამას მოითხოვს ჩვენი მომავალი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. მის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს მიმართა ნიკოლა სარკოზიმ, რომელმაც დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მანვე საქართველოს მოუწოდა რუსეთთან დიალოგისაკენ. სარკოზიმ პარასკევს საღამოს დაასრულა საქართველოში ვიზიტი და, მასთან ერთად, ტურნე სამხრეთ კავკასიაში.
XS
SM
MD
LG