Accessibility links

logo-print

ევროკავშირი ამზადებს დამატებით სანქციებს ბელორუსიისთვის


ბრიუსელიდან გავრცელებული ცნობებით, ევროკავშირი აპირებს მომავალ კვირაში დამატებითი სანქციები დაუწესოს ბელორუსიას, ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დარღვევის საპასუხოდ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე კიდევ 16 გვარი დაემატება 190-კაციან სიას, რომელში შესულებსაც, მათ შორის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს, გაუყინეს საბანკო ანგარიშები და უარი უთხრეს ევროკავშირის ვიზებზე.
XS
SM
MD
LG