Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იემენის ოპოზიცია ნობელის პრემიის ლაურეატის საპატივცემულო აქციების მოწოდებით გამოდის


იემენის ოპოზიცია მოსახლეობას მოუწოდებს, განაგრძოს მასობრივი დემონსტრაციები სამოქალაქო აქტივისტის, ტავაკულ კარმანის საპატივცემულოდ, რომელსაც ამ კვირაში მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა. კარმანს, რომელიც იემენის პრეზიდენტ ალი აბდალა სალეჰის გადადგომის მოთხოვნით მასობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზებას ახდენს, 2011 წლის ნობელის პრემია მიენიჭა კიდევ ორ ქალთან - ლიბერიის პრეზიდენტ ელენ ჯონსონ-სერლიფთან და ლიბერიელ სამოქალაქო აქტივისტ ლეიმა გბოვისთან ერთად.
XS
SM
MD
LG