Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მინსკში ოპოზიციის არასანქციონირებული აქცია გაიმართა


მინსკში რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა არასანქციონირებულ აქციაში, რომელიც ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწყვეს. კამპანია „სახალხო შეკრების“ ორგკომიტეტის თანათავმჯდომარემ, გენადი ფედინიჩმა მიტინგზე ხელისუფლებას დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ოპოზიციას არ სურს კონფრონტაცია. შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს რეზოლუცია, რომელიც შეიცავს მოთხოვნებს ფასების ზრდის შეჩერების, ხელფასების ინდექსაციის, პოლიტპატიმრების განთავისუფლების, ეუთოს კონტროლით ახალი თავისუფალი არჩევნების ჩატარების თაობაზე. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიქტორ ივაშკევიჩი იტყობინება, რომ სახალხო შეკრება არ სრულდება - მისი მეორე ნაწილი ნოემბერში გაიმართება.
XS
SM
MD
LG