Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ ვაშინგტონს მოუწოდა, გააძლიეროს პაკისტანზე ზეწოლა


ავღანეთის პრეზიდენტმა ჰამიდ კარზაიმ შაბათს ვაშინგტონს მოუწოდა, გააძლიეროს პაკისტანზე ზეწოლა, რათა ისლამაბადმა გაააქტიუროს ძალისხმევა მეამბოხეების წინააღმდეგ, რომლებიც პაკისტანის ტერიტორიიდან ახორციელებენ ავღანეთზე თავდასხმებს. ამის შესახებ კარზაიმ განაცხადა ავღანეთსა და პაკისტანში შეერთებული შტატების საგანგებო წარგზავნილთან, მარკ გროსმანთან მოლაპარაკებებზე. გროსმანი რეგიონის ქვეყნებში ტურნეზე იმყოფება. ავღანეთსა და პაკისტანს შორის ურთიერთობები გაუარესდა მას მერე, რაც ქაბულმა ისლამაბადს ექს-პრეზიდენტ ბურჰანუდინ რაბანის მკვლელობასთან კავშირში დასდო ბრალი. მანამდე ვაშინგტონმა პაკისტანის სპეცსამსახურები დაადანაშაულა დაჯგუფება „ჰაყანისთან“ კავშირში, რომელიც, თავის მხრივ, „ალ-ყაიდასთან“ არის დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG