Accessibility links

logo-print

ბელგიაში ფლანდრიულმა და ვალონურმა პარტიებმა შეთანხმებას მიაღწიეს


ბელგიაში მეტოქე ფლანდრიულმა და ვალონურმა პარტიებმა შაბათს მიაღწიეს შეთანხმებას რეფორმების თაობაზე, რომლებიც დაახლოებით წელიწადნახევრის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადალახვისკენ არის მიმართული. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს საფინანსო ინსტიტუტების დახმარებას მას მერე, რაც ერთი დღით ადრე საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო „მუდისმა“ გააფრთხილა ბელგია მისი საკრედიტო რეიტინგის შესაძლო ჩამოქვეითების შესახებ. ერთ-ერთმა ფრანგულენოვანმა პოლიტიკოსმა, რეფორმატორული მოძრაობის ლიდერმა შარლ მიშელმა რეფორმების შესახებ შეთანხმება - რომელიც ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების უფლებამოსილებების გაზრდას ითვალისწინებს - შეაფასა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იქნა მიღწეული.
XS
SM
MD
LG