Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვმო-ში რუსეთის მიღების თაობაზე რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა


ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის მიღების თაობაზე საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები, რომელიც ჟენევაში გაიმართა, უშედეგოდ დასრულდა. როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგი კაპანაძემ განუცხადა ჩვენს რადიოს მოლაპარაკებების შემდეგ, საქართველო ვერ დაეთანხმება ვმო-ში რუსეთის მიღებას მანამდე, სანამ რუსეთი არ შეცვლის თავის პოზიციას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვაჭრობის საკითხში. მოლაპარაკებებზე საქართველო ითხოვდა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ტერიტორიების საზღვრების საერთაშორისო მონიტორინგს. კაპანაძის თქმით, საქართველო დათანხმდა შვეიცარიის წინადადებას, რომელიც საერთაშორისო მეთვალყურეთა მიერ სავაჭრო დერეფნების მონიტორინგსაც შეიცავს, რუსეთმა კი ის უკუაგდო. რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკებების მიზანი იყო, გადალახულიყო ერთ-ერთი უკანასკნელი ბარიერი, რომელიც რუსეთს ხელს უშლის ვმო-ში გაწევრიანებაში.
XS
SM
MD
LG