Accessibility links

logo-print

ყირგიზეთში მოკლულია მძევლების გამტაცებელი შეიარაღებული მამაკაცი


ყირგიზეთში მოკლულია შეიარაღებული მამაკაცი, რომელმაც სამარშრუტო ტაქსის მგზავრები და მძღოლი აიყვანა მძევლად. მძევალთაგან და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომელთაგან არავინ დაშავებულა. როგორც იტარ-ტასი იტყობინება რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით, ტერორიზმში ეჭვიტანილს მთელი დღის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, მაგრამ მან მოახერხა საოლქო ცენტრ ოშიდან რაიონულ ცენტრ ყარა-სუუში მიმავალ მიკროავტობუსში ჩაჯდომა და მძევლების აყვანა. დაკავების მცდელობისას მან წინააღმდეგობა გასწია და მას ცეცხლი გაუხსნეს. მიმდინარეობს მისი თანამოაზრეების ძებნა.
XS
SM
MD
LG