Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის მოწინააღმდეგეებმა სურთში სტრატეგიული კომპლექსი და უნივერსიტეტი დაიკავეს


ლიბიის გარდამავალი მთავრობის ძალების თანახმად, მათ კონტროლი დაამყარეს ორ სტრატეგიულ არეალზე ქალაქ სურთში, რითაც გზა გაიკვლიეს ცენტრისკენ. მათ წინააღმდეგობას უწვენ კადაფის მომხრეები. დაკავებული კომპლექსის უაუგადუგუს ბუნკერები კადაფის მომხრეთა მთავარი ბაზა იყო. ანტისამთავრობო ძალებმა დაიკავევს უნივერსიტეტის მიმდებარე არეალიც. ლიბიის გარდამავალმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ის ქვეყანას კადაფისგან განთავისუფლებულად გამოაცხადებს, როცა სურთს მთლიანად დაიკავებს, რადგან ეს ლიბიის ყველა საზღვაო ნავსადგურისა და ყურის ხელში ჩაგდებას ნიშნავს. კადაფის მომხრეებს კვლავაც უკავიათ ბანი ვალიდი, საკვანძო ქალაქი უდაბნოში.
XS
SM
MD
LG