Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი: რუსეთს უკეთესი ბიზნესგარემო სჭირდება


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთს სჭირდება უკეთესი ბიზნესგარემო, რათა მიიზიდოს უცხkოური კაპიტალი მოდერნიზირებისთვის. მედვედევმა ხაზი გაუსვა, რომ უცხოელმა ინვესტორებმა რუსეთის ეკონომიკიდან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, 2011 წელს გაიტანეს თითქმის 37 მილიარდი დოლარი. ეს თანხა სამჯერ აღემატება წინა წლის მონაცემებს. მან კრასნოდარში, თავისი, „ედინაია როსიას“ პარტიის შეხვედრაზე თქვა, რომ ბოლო ათწლეულში, თითქმის ყველა მცდელობა, ინვესტიციებითვის შეფერხებები არ ყოფილიყო, უშედეგოდ დასრულდა.
XS
SM
MD
LG