Accessibility links

პოლონეთში საყოველთაო არჩევნები გაიმართა


პოლონეთში დღეს საყოველთაო არჩევნები გაიმართა. მოქმედი ცენტრისტი პრემიერ-მინისტრი, დონალდ ტუსკი იბრძვის ოპოზიციონერ კონსერვატორებთან, ხელმეორედ არჩევისთვის. გამოკითხვებით, ტუსკის ცენტრისტულ, ევროპის კავშირის მომხრე, „სამოქალაქო პლატფორმას“ ამომრჩეველთა 35 პროცენტი ემხრობა. მას მძაფრ მეტოქეობას უწევს „კანონი და სამრთლიანობა“, კონსერვატული, ნაციონალისტური პარტია, იაროსლავ კაჩინსკის მეთაურობით. გამოკითხვებით, კაჩინსკის პარტიას ემხრობა ხმის უფლების მქონეთა 29 პროცენტი. არჩევნებმა უნდა გასაზღვროს პოლონეთის ორიენტაცია რუსეთსა და გერმანიას შორის. კაჩინსკიმ ბოლო ხანს არაერთი ანტიგერმანული კომენტარი გააკეთა. ტუსკი რუსეთთან ურთიერთობის განვითარების მომხრეა.
XS
SM
MD
LG