Accessibility links

logo-print

ნობელის პრემიის ლაურეატი საპრიზო თანხას „ხალხს“ გადასცემს


იემენელმა უფლებადამცავმა, ტავაკულ კარმანმა, რომელსაც ორ სხვა ქალთან ერთად მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიანიჭეს წელს, გადაწყვიტა, რომ საპრიზო თანხას იემენის საჯარო საგანძურში შეიტანს. კარმანის ნათქვამი მოჰყავს ოპოზიციურ უებსაიტს. მისი თქმით, როცა პრეზიდენტი სალეჰი გადადგება, ის თავის წილს, მეოთხედ მილიონ დოლარს, იემენის ხალხს გადასცემს. კარმანის თანახმად, შევსება სჭირდება საჯარო ფონდებს, რომლებიც გაძარცვა სალეჰის რეჟიმმა. პრეზიდენტმა ალი აბდულა სალეჰმა შაბათს გამოაცხადა, რომ გადადგება, თუმაც ვადა არ დაუსახელებია. ბოლო ცხრა თვეა იემენში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები სალეჰის 33 წლიანი მმართველობის დასრულებას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG