Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია ოპოზიციური საბჭოს აღიარების თაობაზე იმუქრება


სირიამ გააფრთხილება გამოთქვა, რომ სამაგიეროს გადაუხდის ყველა ქვეყანას, რომელიც ოფიციალურად აღიარებს ეროვნულ საბჭოს, რომელიც პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგეთა მიერ შეიქმნა. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე, რომელიც სირიის ტელევიზიამ გადასცა, უთხრა, რომ მისი ქვეყანა მკაცრ ზომებს მიმართავს ყველა სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომელიც აღიარებს უკანონო საბჭოს. ამ კვირაში სირიის შვიდმა ოპოზიციურმა ფრაქციამ გამოაცხადა, რომ ქმნიან კოალიციას. დასავლეთი მიესალმა ნაბიჯს, მაგრამ საბჭოს ოფიციალური აღიარებისგან თავი შეიკავა. სირიის უშიშროების ძალებმა სულ მცირე სამი ადამიანი დახოცეს ერთი დღით ადრე საპატიმროში გარდაცვლილი ახალგაზრდის დასაფლავებაზე. ამის თაობაზე ბრიტანეთში მოქმედი „სირიაში ადამიანის უფლების დამკვირვებელი“ იუწყება.
XS
SM
MD
LG