Accessibility links

logo-print

მერკელი და სარკოზი ევროს კრიზისის თაობაზე შეთანხმდნენ


საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ ბერლინში დღეს მოლაპარაკება გამართა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან. მათი თემა ევროპის ვალუტის, ევროს კრიზისი იყო. მერკელმა და სარკოზიმ მიაღწიეს შეთანხმებას ევროპის ბანკების რეკაპიტალიზების თაობეზე. მათი შეთანხმება უნდა გაფორმდეს ევროკავშირის სამიტზე ამ თვის ბოლოს. სარკოზის თანახმად, გერმანია და საფრანგეთი წარდგებიან წინადადებით ევროპის ხელშეკრულებებში მნიშვნელოვანი ცვდილებების შესახებ, რაც ევროზონაში უფრო ფართო ინტეგრაციას მოიტანს. მერკელის თქმით, მიზანი თანამშრომლობაა, რომელიც მეტ ვალდებულებებს გულისხმობს.
XS
SM
MD
LG