Accessibility links

სამხრეთ აფრიკელი მთავარეპისკოპოსი ირანს პასტორის განთავისუფლებისკენ მოუწროდებს


მთავარეპისკოპოსმა დესმონ ტუტუმ, სამხრეთ აფრიკელმა აქტივისტმა და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, ირანს მოუწოდა, გაათავისუფლოს ევანგელისტი პასტორი, რომელსაც სასიკვდილო სასჯელი ემუქრება, რადგან აცხადებს, რომ არ უარყოფს ქრისტიანობას და არ დაუბრუნდება მუსლიმანობას. ტუტუს განცხადებაში ნათქვამია, რომ ვინმეს იძულება, უარყოს რწმენა, საყოველთაო ჰუმანისტური და რელიგიური ფასეულობების დარღვევა და ღვთის უარყოფაა. იუსეფ ნადარხანი ირანის მცირე ევანგელისტური ეკლესიის პასტორი გახდა მას მერე, რაც ქრისტიანობა მიიღო 19 წლის ასაკში. ირანის მთავრობამ ის დააპატიმრა ისლამის სჯულის უარყოფის გამო.
XS
SM
MD
LG