Accessibility links

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრაღაში იმყოფება


პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იმყოფება პრაღაში, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციაში „ფორუმი 2000.“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვაცლავ ჰაველის მიერ დაფუძნებული ფორუმის მონაწილენი 21-ე საუკუნის გამოწვევებზე, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობასა და კორუფციასა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის საკითხებზე მსჯელობენ. ადმინისტრაციის ცნობითვე, პრაღის კონფერენციაზე პრეზიდენტი სააკაშვილი გახსნის გამოსვლებს თემაზე, დემოკრატია და კანონის უზენაესობა.
XS
SM
MD
LG