Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის დარგში ნობელის პრემია ორ ამერიკელ მკვლევარს მიენიჭა


ამერიკელი მკვლევრები - თომას სარჯენტი და კრისტოფერ სიმსი - ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის წლევანდელი ლაურეატები გახდნენ. შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემია დღეს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ პრემია მათ მიენიჭათ „მაკროეკონომიკაში მიზეზშედეგობრიობის ემპირიული კვლევისთვის“. კომიტეტის წევრმა, პერ კრუსელმა, გადაწყვეტილება ასე ახსნა: „თომას სარჯენტმა და კრისტოფერ სიმსმა განავითარეს მეთოდები, რომლებიც მაკროეკონომიკური მონაცემების ინტერპრეტირების დროს სირთულეების დაძლევაში გვეხმარება. მათი მეთოდების შეწევნით, ახლა შეგვიძლია უფრო უკეთ გავიგოთ რამ რა გამოიწვია. შეგვიძლია გავიაზროთ, როგორ გავლენას ახდენს გატარებული პოლიტიკა ისეთ მაკროეკონომიკურ ცვლადებზე, როგორებიცაა უმუშევრობა და ინფლაცია“. სარჯენტი და სიმსი კვლევას ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, 1970-იან და 1980-იან წლებში ატარებდნენ. ისინი ერთი ასაკისანი არიან - 68 წლის.
XS
SM
MD
LG