Accessibility links

logo-print

რუსეთი და ჩინეთი შვიდი მილიარდი დოლარის ღირებულების ხელშეკრულებებს გააფორმებენ


გავრცელებული ცნობებით, რუსეთი და ჩინეთი აპირებენ 20-მდე ბიზნეს-ხელშეკრულების გაფორმებას, რომელთა საერთო ღირებულება შვიდი მილიარდი დოლარი იქნება. ხელშეკრულებები მიმდინარე კვირაში, პეკინში რუსეთის პრემიერ-მინისტრის, ვლადიმირ პუტინის ვიზიტისას გაფორმდება. რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსანდრ ჟუკოვმა - რომელიც რუსეთ-ჩინეთის სამთავრობათაშორისო კომისიას ხელმძღვანელობს - გაზეთ „კომერსანტს“ უთხრა, რომ პაკეტში შემავალი პროექტები მოიცავს აღჭურვილობის განვითარებასა და წარმოებას, რაც რუსეთის ეკონომიკისა და ბუნებრივის რესურსების მართვის სფეროების მოდერნიზაციისთვის არის აუცილებელი. ამასთან, ჟუკოვის თქმით, გათვალისწინებულია თანამშრომლობა ენერგეტიკის სფეროშიც - მათ შორის, განახლებადი წყაროებისა და ბიო-ენერგეტიკის საკითხებში.
XS
SM
MD
LG