Accessibility links

logo-print

ნატოს მაღალჩინოსანმა მოსკოვში ევროპაში ანტისარაკეტო სისტემის პერსპექტივებზე იმსჯელა


ნატოს მაღალჩინოსანმა, ადმირალმა ჯეიმს სტავრიდისმა და რუსეთის ოფიციალურმა პირებმა დღეს მოსკოვში განიხილეს აშშ-ის ინიციატივა იმ ანტისარაკეტო სისტემის აგების შესახებ, რომელმაც ალიანსის წევრები ახლო აღმოსავლეთიდან შესაძლო თავდასხმისგან უნდა დაიცვას. ნატოს ხელმძღვანელობას სურს ანტისარაკეტო სისტემა და ადრეულ ეტაპზე ამოცნობის ობიექტები აიგოს პოლონეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, თურქეთში, პორტუგალიაში და ესპანეთში. რუსეთი გეგმას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ნატოს ანტი-სარაკეტო სისტემა რუსეთის რაკეტების ჩამოგდებას შესძლებს. რუსეთის არმიის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა, ნიკოლაი მარკოვმა, სტავრიდისს განუცხადა, „ალიანსის მხრიდან ცალმხრივად გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა რეგიონში უსაფთხოებას და სტაბილურობას მიაყენოს ზიანი“. სტავრიდისმა კი განაცხადა, „ყურადღებით მოვუსმინე რუსეთის პოზიციებსო“. დღესვე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ კრემლი ნატოს ანტისარაკეტო სისტემის აგების წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG