Accessibility links

logo-print

სამშაბათს განაჩენს გამოუტანენ იულია ტიმოშენკოს


კიევში სამშაბათს განაჩენს გამოუტანენ უკრაინის ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს, რომელსაც ასამართლებენ ძალაუფლების გადამეტებაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება ტიმოშენკოს პრემიერ-მინისტრობის დროს, 2009 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტზე ხელმოწერილ კონტრაქტს. პროკურორი მოითხოვს მისთვის შვიდი წლით პატიმრობის მისჯას მაშინ, როცა ტიმოშენკო ბრალდებას უარყოფს და, თავის მხრივ, უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებს პოლიტიკურ ანგარიშსწორებაში. ტიმოშენკოს სასამართლო პროცესს აკრიტიკებენ ევროკავშირი და შეერთებული შტატებიც.
XS
SM
MD
LG