Accessibility links

logo-print

სასამართლომ ტიმოშენკო დამნაშავედ სცნო


კიევის სასამართლომ დამნაშავედ სცნო უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო 2009 წელს რუსეთთან ბუნებრივი აირის საკითხზე კონტრაქტების დადებისას სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამის შესახებ განაცხადა კიევის პეჩორის სასამართლოს მოსამართლემ როდიონ კირეევმა, როცა განაჩენის სამოტივაციო ნაწილს კითხულობდა. კირეევის განცხადებით, იულია ტიმოშენკომ უკრაინის კომპანია ”ნაფტოგაზს” თითქმის 200 მილიონი დოლარის ზარალი მიაყენა. ბრალდების მხარე ტიმოშენკოსთვის 7 წლით თავისუფლების აღკვეთას მოითხოვს. სასამართლოს შენობასთან ტიმოშენკოს მომხრეები არიან შეკრებილი. შენობასთან მდგომ ავტობუსებში სპეცდანიშნულების ქვედანაყოფ ”ბერკუტის” წევრები იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG