Accessibility links

მიანმარში შესაძლოა პოლიტპატიმრები გაათავისუფლონ


მიანმარში (ყოფილ ბირმაში) 6 ათასზე მეტ პატიმარს გაათავისუფლებენ. ხელისუფლების გადაწყვეტილების შესახებ სახელმწიფო მედია-საშუალებებმა ინფორმაცია გაავრცელეს სამშაბათს, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც მთავრობასთან ახლახან შექმნილმა ადამიანის უფლებების ნაციონალურმა კომისიამ ხელისუფლებას ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებისკენ მოუწოდა. პოლიტმატიმართა რაოდენობა დაახლოებით 2000-ია. ჯერჯერობით არ ვრცელდება ცნობა იმის შესახებ - არიან, თუ არა პოლიტპატიმრები ამნისტირებულთა შორის, თუმცა, მიანმარის ხელისუფლების ბოლოდროინდელი ნაბიჯები იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი დასავლეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობენ. დასავლეთის ქვეყნებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ მიანმარისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობა პოლიტპატიმრების გათავისუფლებაა. მიანმარის ოპოზიციის ლიდერი აუნ სან სუ ჩჟი გასული წლის ნოემბერში გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და მას შემდეგ არაერთხელ განაცხადა ხელისუფლებასთან დიალოგის აუცილებლობაზე.
XS
SM
MD
LG