Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთის პარლამენტი კენჭს უყრის ევროზონის ფონდის გაზრდას


სლოვაკეთის პარლამენტში დღეს გაიმართება კენჭისყრა, რომელიც გაარკვევს, მიემხრობა თუ არა ეს ქვეყანა ევროზონის ფონდისთვის მეტი ფულისა და უფლებამოსილების მიცემას. სლოვაკეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდს, რომელიც 440 მილიარდ ევროს მოიცავს, ევროზონის 17-ვე წევრის თანხმობა სჭირდება რესტრუქტურიზაციისათვის. ამ დროისთვის ევროზონის ყველა დანარჩენ, 16 წევრს აქვს მიცემული თანხმობა. როგორც იუწყებიან, სლოვაკეთის მმართველ კოალიციაში შემავალი ერთ-ერთი მომცრო პარტია, თავისუფლებისა და სოლიდარობის პარტია, ეწინააღმდეგება ფონდის გაზრდას. თუ დღევანდელი კენჭისყრა სლოვაკეთის პარლამენტში ფონდის გაზრდაზე უარით დასრულდა, ეს უარყოფითი სიგნალი იქნება საფინანსო ბაზრებისათვის და, სავარაუდოდ, სამთავრობო კრიზისს გამოიწვევს სლოვაკეთში.
XS
SM
MD
LG