Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოსოვო გამორიცხავს მის ჩრდილოეთში შექმნილ ვითარებაზე მოლაპარაკებას სერბიასთან


კოსოვოს მთავრობა გამორიცხავს მის ჩრდილოეთში შექმნილ ვითარებაზე მოლაპარაკებას სერბიასთან. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ჰაშიმ ტაჩიმ ევროკავშირის წარმომადგენელ რობერტ კუპერთან შეხვედრის შემდეგ. ტაჩის თქმით, კოსოვოს აქვს ნათელი პოზიცია, რომელიც გამორიცხავს მოლაპარაკებას დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და კოსოვოს სტრუქტურისა და სისტემის საკითხებზე. ტაჩის ამ განცხადების ფონია ევროკავშირის შუამავლების ორდღიანი ვიზიტი, პრიშტინასა და ბელგრადს შორის დიალოგის განახლების ხელშესაწყობად. ბელგრადი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რომელიც მან 2008 წლის ოქტომბერში გამოაცხადა. ბოლოხანს დაძაბულობა გამწვავდა ჩრდილოეთ კოსოვოში, სადაც ივლისის ბოლოს მოხდა შეტაკებები ეთნიკურ სერბებსა და კოსოვოელ პოლიციელებს შორის, როცა პოლიციამ სცადა კონტროლის დამყარება ორ საკონტროლო პუნქტზე სერბიის საზღვართან.
XS
SM
MD
LG