Accessibility links

logo-print

ყაზახეთში პატიმრობა მიუსაჯეს სამ პირს ყირგიზი ჟურნალისტის მკვლელობისათვის


ყაზახეთში პატიმრობა მიუსაჯეს სამ მამაკაცს, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ცნობილი ყირგიზი ჟურნალისტის, გენადი პავლიუკის მკვლელობაში. 51 წლის პავლიუკი 2009 წლის დეკემბერში მოკლეს - ის ხელფეხშეკრული გადმოაგდეს მაღალსართულიანი შენობიდან ქალაქ ალმა-ატაში. სასამართლომ 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა უშიშროების სამსახურის ყოფილ ოფიცერს, ყირგიზეთის მოქალაქე ალდაიარ ისმანკულოვს და 10 და 11 წლით პატიმრობა ორ ყაზახს - ალმას იგილიკოვსა და გალკარ ორაზალინს. პავლიუკის ახლობლები აცხადებენ, რომ მკვლელობა პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რადგან ჟურნალისტი მუშაობდა ოპოზიციასთან პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მმართველობის დროს.
XS
SM
MD
LG