Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა მთიანი ყარაბაღის საზღვართან


აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, სომეხმა ჯარისკაცებმა მთიანი ყარაბაღის საზღვრის მახლობლად მოკლეს აზერბაიჯანელი ჯარისკაცი. საინფორმაციო სააგენტო ფრანს პრესის მონაცემებით, ამ ინციდენტის შედეგად 18-მდე გაიზარდა ყარაბაღის საზღვრებთან წელს დაღუპულ პირთა რიცხვი. ვითარება რეგიონში დაძაბული რჩება 1994 წელს, მთიანი ყარაბაღის ომის ბოლოს, საზავო ხაზის გავლების შემდეგ.
XS
SM
MD
LG