Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვარშავა პროტესტს გამოთქვამს ლუკაშენკოს განცხადების გამო


პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაიბარა ბელორუსიის ელჩი პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადების გამო, თითქოს ვარშავას სურდეს ორ ქვეყანას შორის საზღვრის შეცვლა. საგარეო უწყება ამტკიცებს, რომ ბელორუსიის პრეზიდენტის ეს განცხადება, რომელიც პირველად არ გაკეთებულა, „უსაფუძვლოა“. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო „უაღრესად უპასუხისმგებლოდ“ მიიჩნევს განცხადებას, რომლის მიზანიც, მისი შეფასებით, არის მეზობლებს შორის პრობლემების პროვოცირება.
XS
SM
MD
LG