Accessibility links

logo-print

სლოვაკეთის პარლამენტმა უარი თქვა ევროზონის ფონდის გაზრდაზე


სლოვაკეთის პარლამენტში დღეს გამართული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომ ეს ქვეყანა არ მიემხრობა ევროზონის ფონდისთვის მეტი ფულისა და უფლებამოსილების მიცემას. სლოვაკეთის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდს, რომელიც 440 მილიარდ ევროს მოიცავს, ევროზონის 17-ვე წევრის თანხმობა სჭირდებოდა რესტრუქტურიზაციისათვის. ევროზონის ყველა დანარჩენ, 16 წევრს თანხმობა აქვს მიცემული.
XS
SM
MD
LG