Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენით უკმაყოფილო არიან აშშ, ევროკავშირი, ეუთო და რუსეთი


აშშ-მ, ევროკავშირმა და რიგმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იმედგაცრუება გამოხატეს უკრაინის ექს-პრემიერის, იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენით და მას უსამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდეს. ეუთომ უკრაინას მოუწოდა აპელაციის დროს უზრუნველჰყოს ”გამჭვირვალობა და მიუკერძოებლობა”. ევროკავშირმა აღნიშნა, რომ ტიმოშენკოს საქმე ნეგატიურად აისახება ევროკავშირის ურთიერთობაზე რუსეთთან. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაჩენს გაუგებარი უწოდა რუსეთის საგარეო უწყებამ კი გაავრცელა განცხადება, რომელშიც ეს განაჩენი "ანტირუსულ ქვეტექსტადაა" განხილული.
XS
SM
MD
LG