Accessibility links

logo-print

თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა ბადრი ბიწაძისთვის გამოტანილი განაჩენი


თბილისის სააპელაციო სასამართლომ უცვლელად დატოვა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმად, სასაზღვრო პოლიციის ყოფილი უფროსი ბადრი ბიწაძე დამნაშავედ ცნეს წინასწარ შექმნილი დაჯგუფების მიერ სამართალდამცავებზე თავდასხმების ორგანიზებაში და დაუსწრებლად შეუფარდეს 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა ამჟამად ძებნილი ბიწაძის გამართლებაზე. სააპელაციო სასამართლოს განაჩენს დაუსაბუთებლად მიიჩნევენ ბადრი ბიწაძის ადვოკატები, რომლებიც დღევანდელ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
XS
SM
MD
LG