Accessibility links

logo-print

უფლებადამცველები ვარსკვლავებს მოუწოდებენ არ მიიღონ ჰონორარები კადიროვისგან


ნიუ-იორკში განთავსებული ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტიანი ორგანიზაცია, Human Rights Watch-ი შოუბიზნესის რამდენიმე ვარსკვლავს - ვინც გასულ კვირაში გროზნოში გამართულ გალა-კონცერტში მიიღო მონაწილეობა - მოუწოდებს ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს დაუბრუნონ მისგან მიღებული ფული და საჩუქრები. დღესასწაულის მონაწილეებს შორის იყვნენ ჰოლივუდის ვარსკვლავები ჟან-კლოდ ვან დამი და ჰილარი სვანკი და ბრიტანელი მევიოლინე ვანესა მეი. დღესასწაულის ოფიციალურ მიზეზად გროზნოს რეკონსტრუქცია დასახელდა - თუმცა, გავრცელებული ვარაუდით, რეალური საბაბი იყო კადიროვის დაბადების დღის აღნიშვნა. ჩეჩნეთის ლიდერი 5 ოქტომბერს 35 წლის შესრულდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ვარსკვლავებს დღესასწაულზე დასასწრებად სოლიდური ჰონორარები გადაუხადეს. ჰიუმან რაიტს უოჩი დღეს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კადიროვი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან არის დაკავშირებული - და დასძენს, რომ ვარსკვლავები, რომლებიც მის წვეულებაში დასწრების სანაცვლოდ გასამრჯელოს იღებენ, ახდენენ „ადამიანის უფლებების დარღვევის უამრავი მსხვერპლის ტანჯვის ტრივიალიზაციას“.
XS
SM
MD
LG