Accessibility links

ისრაელი დათანხმდა გარიგებას დაპატიმრებული ჯარისკაცის გათავისუფლებაზე


ისრაელის მთავრობა დათანხმდა ისლამისტურ მოძრაობა ჰამასთან შეთანხმებას, რომელიც ჰამასის მიერ ღაზის სექტორში ხუთი წლის წინ დაპატიმრებული ისრაელელი ჯარისკაცის, გილად შალიტის გათავისუფლებას ითვალისწინებს. საპასუხოდ ისრაელი 1,000-ზე მეტ პალესტინელ პატიმარს გაათავისუფლებს. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, შალიტი სახლში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG