Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლოვაკეთში შეთანხმდნენ ევროზონის ფონდის გაზრდის დამტკიცებაზე


სლოვაკეთში წამყვანმა პოლიტიკურმა პარტიებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ მიმდინარე კვირაში დაამტკიცებენ ევროზონის ფონდის გასაზრდელად შემუშავებულ გეგმას. შეთანხმება მიღწეულ იქნა ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პარლამენტმა გეგმა უარყო და შესაბამისად, უნდობლობა გამოუცხადა მთავრობას. წამყვანი ოპოზიციური პარტიის, სოციალ-დემოკრატების ლიდერ რობერტ ფიცოს განცხადებით, სლოვაკეთი ყოველგვარი პრობლემის გარეშე დაამტკიცებს გეგმას ფონდის გაზრდის შესახებ. მისივე თქმით, ამავე დროს მიღწეულია შეთანხმება, სლოვაკეთში ვადამდელი საყოველთაო არჩევნების ჩატარების შესახებ. ევროკავშირმა დღეს მოუწოდა სლოვაკეთს, სწრაფად ჩაატაროს ახალი კენჭისყრა ევროპის საფინანსო სტაბილურობის ფონდის გაზრდის მხარდასაჭერად. ეს ნაბიჯი საჭიროდ არის მიჩნეული ევროზონაში ვალებით გამოწვეული კრიზისის მოსაგვარებლად.
XS
SM
MD
LG