Accessibility links

აშშ კმაყოფილია შეთანხმებით გილად შალიტის გათავისუფლების შესახებ


შეერთებული შტატები გამოთქვამს კმაყოფილებას ცნობით, რომ მალე გაათავისუფლებენ ისრაელის ჯარისკაცს, გილად შალიტს. თეთრი სახლის პრესმდივნის, ჯეი კარნის განცხადებით, პრეზიდენტი ბარაკ ობამა მრავალჯერ გამოსულა მისი გათავისუფლების მოწოდებით და შალიტი "დიდი ხანია, გათავისუფლებული უნდა იყოს". შალიტი, რომელიც ხუთი წლის წინ დააპატიმრა ჰამასმა ღაზის სექტორში, ამ დღეებში უნდა გაათავისუფლონ შეთანხმებით, რომელიც ითვალისწინებს მის სანაცვლოდ ისრაელის მიერ 1000ი პალესტინელის გათავისუფლებას.
XS
SM
MD
LG