Accessibility links

ბარაკ ობამამ და მეფე აბდულამ ისაუბრეს აღკვეთილი მკვლელობის შესახებ


თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა და საუდის არაბეთის მეფემ ტელეფონით ისაუბრეს აღკვეთილი მკვლელობის შესახებ. ლაპარაკია ვაშინგტონში ორი ირანელი პირის მიერ საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის გეგმაზე. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები ირანის სპეცსამსახურებთან არიან დაკავშირებული. ერთ-ერთის დაკავება მოხერხდა, მეორე მიიმალა. ირანმა უარყო ბრალდება და იწრმუნება, რომ აშშ ცდილობს საზოგადოების ყურადღება ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემებიდან სხვა თემაზე გადაიტანოს.
XS
SM
MD
LG