Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კადაფის ვაჟის დაკავებაზე წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება


წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს მიერ მუამარ კადაფის ვაჟის დაკავების შესახებ. საბჭოს ზოგიერთმა წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მუტასიმ კადაფი სირტეში დააკავეს და დასაკითხად ბენღაზიში გადაიყვანეს. ამის პარალელურად, გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლებმა ბენღაზიში განაცხადეს, რომ არ შეუძლიათ კადაფის ვაჟის დაკავების დადასტურება. მუტასიმ კადაფის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის თანამდებობა ეკავა.
XS
SM
MD
LG