Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში მოკლეს მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი


აღმოსავლეთ ყაზახეთში მოკლეს მმართველი პარტიის ადგილობრივი ლიდერი, ვალერი პროსკურიაკოვი. ვარაუდობენ, რომ საქმე ეხება დაკვეთილ მკვლელობას. ის მანქანაში ჯდებოდა, როცა დაუდგენელმა პირმა ჩაუარა და თავში ესროლა, შემდეგ კი გაიქცა. მიმდინარეობს გამოძიება. პროსკურიაკოვი მრავალი წელი ხელმძღვანელობდა მმართველი პარტიის, "ნურ ოტანის" განყოფილებას აღმოსავლეთ ყაზახეთში.
XS
SM
MD
LG