Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ამნესტი ინტერნეიშენალი“: ტიმოშენკო პოლიტპატიმარია


უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინტერნეიშენალი“ ისევ გამოდის უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, იულია ტიმოშენკოს გათავისუფლების მოწოდებით. სასამართლომ კიევში სამშაბათს მიუსაჯა ტიმოშენკოს შვიდი წლით პატიმრობა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნო ძალაუფლებით ბოროტად სარგებლობაში, 2009 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტზე კონტრაქტის ხელმოწერის გამო. როგორც უკრაინის ტელევიზიასთან საუბარში განაცხადა კიევში „ამნესტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელმა, ჰეზერ მეკჯილმა, ტიმოშენკო უნდა გათავისუფლდეს, რადგან მის გასამართლებას „პოლიტიკური მიზეზები“ ჰქონდა. განაჩენი მკაცრად გააკრიტიკეს შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა.
XS
SM
MD
LG