Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი მზად არის მისი პრესსამდივნოს ოფისში პრესკონფერენცია გამართოს


ბიზნესმენი ბიძინა ივანიშვილი მზად არის მისი პრესსამდივნოს ოფისში პრესკონფერენცია გამართოს. "ცნობილი პოლიტიკური განცხადებების შემდეგ, საზოგადოების ინტერესი ბიძინა ივანიშვილის მიმართ განუზომლად გაიზარდა. თუ რომელიმე ეროვნული მაუწყებელი (საზოგადოებრივი მაუწყებელი, "რუსთავი 2", "იმედი") უზრუნველყოფს პირდაპირი ეთერის ტრანსლირებას, 14 ოქტომბრიდან, როგორც ეს გაცხადებული იყო, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, პრესსამდივნოს ოფისიდან ქართული მედიისთვის გამართოს პრესკონფერენცია და პასუხი გასცეს ჟურნალისტების შეკითხვებს ნებისმიერ თემაზე" - ნათქვამია ივანიშვილის პრესსამდივნოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში. ბიზნესმენის პრესსამდივნო ეროვნული მაუწყებლების ხელმძღვანელებს, პირველ ყოვლისა საზოგადოებრივ მაუწყებელს, ამ ფორმატით თანამშრომლობას სთავაზობს და აღნიშნავს, რომ ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ, პრესკონფერენციის ზუსტი თარიღი გამოცხადდება.
XS
SM
MD
LG