Accessibility links

logo-print

მაკფოლი: რუსეთმა საქართველოსთან ვმო-ს საკითხზე შეთანხმება უნდა შეძლოს


აშშ-ის ადმინისტრაცია არ იზიარებს მოსაზრებას, რომ აუცილებელია საქართველოზე ზეწოლა, რათა დასრულდეს მოლაპარაკება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გასაწევრიანებლად - ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტ ობამას მიერ რუსეთში ელჩის თანამდებობაზე წარდგენილმა მაიკლ მაკფოლმა, რომლის კანდიდატურასაც სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში განიხილავდნენ. კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას მაკფოლმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონის პოზიციით, რუსეთმა საქართველოსთან შეთანხმება უნდა შეძლოს. ამერიკელი დიპლომატის თქმით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს მკაფიოდ მიანიშნა, რომ ორგანიზაციაში გაწევრიანების გზა საქართველოს გვერდის ავლით არ გადის, ამიტომ აუცილებელია წინააღმდეგობათა დაძლევა შვეიცარიის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებისას. მაიკლ მაკფოლის განცხადებით, ვაშინგტონი სამართლიანად და დაბალანსებულად მიიჩნევს მოსკოვისა და თბილისის უთანხმოების მოსაგვარებლად შვეიცარიის მიერ მომზადებულ წინადადებებს. დიპლომატის თქმით, აშშ ორივე მხარეს მოუწოდებს, შვეიცარიის წინადადებები სერიოზულად განიხილოს.
XS
SM
MD
LG