Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები განაგრძობენ საქართველოში ვიზიტს


საქართველოში ვიზიტს განაგრძობენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები კასტრიოტ ისლამი და მიკაელ იენსენი. დღეს ისინი შეხვდნენ სახალხო დამცველს და იუსტიციის მინისტრის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებს. დღესვე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლები გაემგზავრნენ ბათუმში, სადაც ხვალ შეხვდებიან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებს და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. ისლამი და იენსენი დაათვალიერებენ ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებას.
XS
SM
MD
LG