Accessibility links

logo-print

ცხინვალიდან გააძევეს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პირი


სამხრეთ ოსეთიდან გააძევეს ჯამბოლატ თედეევი - თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რომელიც ცდილობდა თავისი კანდიდატურის წამოყენებას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში. პრეზიდენტ ედუარდ კოკოითის სამდივნოს განცხადებით, თედეევი გააძევეს „მორიგი პროვოკაციების“ თავიდან ასაცილებლად. დღეს სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ დაადასტურა კანონიერება ცენტრალური საარჩევნო კომიტეტის გადაწყვეტილებისა, უარი ეთქვა თედეევისათვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე, რადგან ის ბოლო 10 წელია, არ ცხოვრობს თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში. თედეევის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფაში ბრალდების საფუძველზე. ბრალდება უკავშირდება 30 სექტემბრის ინციდენტს, როცა თედეევის მომხრეები შეიჭრნენ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობაში, მისი რეგისტრაციის საკითხის განხილვისას.
XS
SM
MD
LG