Accessibility links

logo-print

ნაზარბაევმა ხელი მოაწერა რელიგიის შემზღუდველ კანონს


ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ამკაცრებს რელიგიური ჯგუფების კონტროლს ამ ქვეყანაში. ახალი კანონი მიჩნეულია ისლამური ექსტრემიზმის წინააღმდეგ მიმართულ ზომად. შესაბამისი კანონპროექტი ნაზარბაევმა შესთავაზა პარლამენტს, რომელიც დიდი უმრავლესობით მიემხრო მის ინიციატივას. კანონის შესაბამისად, არსებულ რელიგიურ ჯგუფებს მოუწევთ დაშლა და რეგისტრაციის თავიდან გავლა პროცედურით, რომელიც, ფაქტიურად, გამორიცხავს მომცრო ჯგუფების რეგისტრაციას. ახალ სამლოცველოთა ასაშენებლად საჭიროა ადგილობრივი ხელისუფლების თანხმობა, მისივე ხელში გადადის ახალგაზრდების რელიგიური განათლების კონტროლი. გარდა ამისა, იკრძალება ლოცვა სამუშაო ადგილებზე. ახალ კანონს აკრიტიკებს ეუთო, რომლის შეფასებითაც „ზედმეტად იზღუდება რელიგიის თავისუფლება“. მუსლიმები შეადგენენ ყაზახეთის 16,5-მილიონიანი მოსახლეობის 70-მდე პროცენტი.
XS
SM
MD
LG