Accessibility links

logo-print

"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ბიძინა ივანიშვილის წინადადებზე განცხადება გაავრცელა


"საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" ბიძინა ივანიშვილის მიერ ნაციონალური არხებისთვის შეთავაზებულ ახალ წინადადებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში მისვლაზე უარი თქვა. საინფორმაციო სააგენტოების თანახმად, ივანიშვილი ბრიფინგებს საკუთარ პრესსამდივნოში გამართავს. "’საზოგადოებრივი მაუწყებელი’ დაესწრება მის ყველა პრესკონფერენციას და, შესაბამისად, უზრუნველყოფს მის გაშუქებას. გარდა ამისა, ‘საზოგადოებრივი მაუწყებელი’ ძალაში ტოვებს თავის წინადადებას და სთავაზობს მას პირდაპირ ეთერს, მაუწყებელში არსებული თოქ-შოუების ფარგლებში", - ნათქვამია განცხადებაში. ხუთშაბათს ბიძინა ივანიშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს", "რუსთავი 2"-სა და "იმედს" პრესკონფერენციის პირდაპირ ეთერში გაშუქების წინადადებით მიმართა.
XS
SM
MD
LG