Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ირანის წინააღმდეგ „მკაცრი სანქციების“ შემოღებას ცდილობს


ამერიკის შეერთებული შტატები შეეცდება ირანის წინააღმდეგ „სანქციების გამკაცრებას“ მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში საუდის არაბეთის ელჩის მკვლელობის ფარული გეგმა გამჟღავნდა. ამ საკითხზე გაკეთებულ პირველ საჯარო კომენტარში ობამამ სავარაუდო ტერაქტს „თეირანის კიდევ ერთი სახიფათო და თავზეხელაღებული ქმედება“ უწოდა. „ირანისათვის, მსგავს შეთქმულებაში მონაწილეობა წარმოადგენს იმის საზომს, თუ რამდენად არის იგი დაშორებული საერთაშორისოდ აღიარებულ ნორმებს. ეს მხოლოდ ერთია იმ ნაბიჯებთაგან, რომლებსაც ირანი ისეთი ძალადობისა და ქმედებისათვის მიმართავს, რომლის მსგავსსაც სხვაგან ვერსად ნახავთ.“ ბარაკ ობამას თქმით, აშშ-ი ირანის წინააღმდეგ ყველაზე მკაცრი ზომების მიღებას აპირებს.“ აღნიშნული განცხადება ობამამ სამხრეთ კორეის პრეზიდენტ ლი მონ ბაკთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. ირანი უარყოფს სავარაუდო შეთქმულების ორგანიზებას.
XS
SM
MD
LG