Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს გზა" მიიჩნევს, რომ ივანიშვილისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევა საფრანგეთსაც შეურაცხყოფს


პოლიტიკური პარტია "საქართველოს გზა" ღია წერილით მიმართავს საფრანგეთის ელჩს საქართველოში, ერიკ ფურნიეს და ბიძინა ივანიშვილისათვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევას "პოლიტიკური დევნას" უწოდებს. "ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა განხორციელდა პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის ვიზიტიდან ორი დღის შემდეგ..ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ისეთივე შეურაცხმყომფელია საფრანგეთისათვის, როგორც –საქართველოსათვის?"- უსვამს შეკითხვას ელჩ ერიკ ფურნიეს პოლიტიკური ორგანიზაცია "საქართველოს გზა", რომელიც თავის დროზე საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა დაარსა. პარტიის ღია წერილში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებით გამოავლინა"პოლიტიკურ ცვლილებების შიში", რაც "მხოლოდ არადემოკრატიული და დიქტატორული მისწრაფებების" ნიშანია
XS
SM
MD
LG