Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში 13 მეამბოხე მოკლეს


ოფიციალური პირების ცნობით, ნატოსა და ავღანელმა ჯარისკაცებმა 13 მეამბოხე მოკლეს თალიბანის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციის მსვლელობაში. ოპერაცია მოეწყო ჩრდილოეთში მდებარე ფარიაბის პროვინციაში. ავღანეთის პოლიციის პრესმდივნის განცხადებით, დაიღუპა ერთი პოლიციელი. ნატოს განცხადებით, ოპერაციის მონაწილეები ეძებდნენ თალიბანის ლიდერებს გორმაჩისა და კაისარის პროვინციებში. ნატო იუწყება ასევე, რომ უსაფრთხოების მხარდამჭერი საერთაშორისო ძალების ერთი წევრი დაიღუპა ხუთშაბათს სამხრეთ ავღანეთში განხორციელებული იერიშის შედეგად. ამ ცნობაში სხვა დეტალები არ დაუზუსტებიათ.
XS
SM
MD
LG